17:23 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 16:29:39, 472 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა კაპრალ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსმა დაღუპული ქართველი სამხედროს მშობლიურ სოფელში, სენაკის რაიონის სოფელ საწულეისკიროში ჩავიდა და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული სამხედროს ახლობლებს. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, დაღუპული კაპრალის პატივის მისაგებად სოფელ საწულეისკიროში დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშილიც იმყოფება.

კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სოფელ საწულეისკიროში დღეიდან დაიწყო. მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. ქართველი სამხედრო 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics