02:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 12:32:23, 462 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონში, მესამე თვეა ინოვაციური პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა“ ხორციელდება

მესამე თვეა აჭარის რეგიონში ინოვაციური პროექტი - „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა” ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ რეგიონის მოსახლეობაში მიმდინარეობს:

► ტუბერკულოზის
► c ჰეპატიტის
► აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგი 

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა 2 000 მოსახლეს. 

➡ ოქტომბრის თვეში, ინიციატივის ფარგლებში, განხორციელდა მობილური ამბულატორიის 20 ვიზიტი ბათუმისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. 

➡ ექიმ ფთიზიატრების მიერ კონსულტაცია გაეწია 700-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან 100 შემთხვევა საეჭვოდ იქნა მიჩნეული და პაციენტების დამატებითი კვლევისათვის გადამისამართდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში. C ჰეპატიტსა და HIV ინფექციაზე კგამოკვლევა ჩაუტარდა 675 ბენეფიციარს, მ.შ. გამოვლინდა პირველადი C ჰეპატიტის 11 შემთხვევა.

⤵ ნოემბრის თვეში მობილური ამბულატორიის ვიზიტები განხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე:

✔ 8 ნოებერი, ქედის მუნიციპალიტეტი, ჯალაბაშვილები

✔ 9 ნოემბერი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მუხაესტატე

✔ 12 ნოემბერი, ხულოს მუნიციპალიტეტი, დიდაჭარა

✔ 13 ნოემბერი, ქ. ბათუმი

✔ 14 ნოემბერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხუცუბანი

✔ 15 ნოემბერი, ქედის მუნიციპალიტეტი, გეგელიძეები

➡პროექტი ხორციდლება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics