01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 18:51:25, 658 ნახვა

რეგიონი
ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

„უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მაცხოვრებელი სტუდენტები კმაყოფილები დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი პრეტენზია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება გათვლილი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებზე," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მთავრობის ბიუჯეტიდან 2 660 543 ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 30-მდე აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი.

ახალი საცხოვრებელი, ისევე როგორც ახალი სასწავლო კორპუსი ხელს შუწყობს სტუდენტთა სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics