|
2015-06-12 15:51:11, 326 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბრიუსელს საშინაო დავალება ჩავაბაროთ
"განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველო რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერად აქცია“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა პოლონეთში განაცხადა, სადაც ვროცლავის გლობალურ ფორუმი იმართება. დისკუსიის „The Road to Europe?” ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. „დღეს ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანაა გამოვიყენოთ ევროპული ინტეგრაციის ტრანსფორმაციული ძალა, რომელიც ასახულია ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გარდაქმნასა და მოდერნიზაციას. ამას ჩვენ განვიხილავთ, როგორც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას. ჩვენს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თავისუფალი მედიის უზრუნველყოფის სფეროში, საქართველო რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერად უკვე აქცია. ეს არ კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბრიუსელს საშინაო დავალება ჩავაბაროთ, არამედ ეს კეთდება თავად საქართველოსთვის, მისი განვითარებისთვის, მოდერნიზაციისა და ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის“- განაცხადა მინისტრმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების, რთული საგარეო ფაქტორებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მცოცავი ანექსიის მიუხედავად, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. „ეს არის ცივილიზაციის, ღირებულებების, დემოკრატიული პარტნიორების არჩევა, და ეს არჩევანი არ არის მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და არ ითვალისწინებს ახალი გამყოფი ხაზების გაჩენას, ან ცივი ომის პერიოდის დაბრუნებას“- აღნისნა ბერუჩაშვილმა. მინისტრმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით გაჩნია ძალზედ დატვირთული დღის წესრიგი, რომლის შედეგებიც ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მხრიდან. „ადამიანების მობილურობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ღირებულებების მობილურობასაც. ევროპული ინტეგრაცია კონკრეტულ შედეგებს იძლევა, მას გააჩნია დიდი პოტენციალი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების შერიგების კუთხით, რადგან უვიზო გადაადგილება საქართველოს პასპორტს ქონას უფრო მიმზიდველს ხდის. საქართველოს მთავარი სამუშაო ჯერ კიდევ წინ აქვს და მას გააჩნია მზაობა გააგრძელოს დაწყებული რეფორმები. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მეტად გაითვალისწინებს ადგილზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, ასევე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ამ ქვეყნების მხარდაჭერით, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ევროპული ტრანსფორმაცია რეალურად მუშაობს მსოფლიოს ამ ნაწილში,“- აღნიშნა ბერუჩაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევე ერთხელ შეახსენა რუსეთის აგრესია, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ანექსიურ ნაბიჯებზე, რომელსაც მოსკოვი უკრაინის პარალელურად საქართველოშიც აგრძელებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ს ვარშავის სამიტის დღის წესრიგზე. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, საქართველო რომელიც მოქმედებს როგორც საიმედო მოკავშირე, უეჭველად იმსახურებს წინსვლას 2016 წლის ვარშავის სამიტზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია კარის პოლიტიკას და გვწამს რომ ვარშავის სამიტმა უნდა დაამტკიცოს რომ ღია კარის პოლიტიკა რეალურად მუშაობს და მიგვაჩნია, რომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია თავად ნატოსთვისაც“- განაცახდა ბერუცაშვილმა. ვროცლავის ფორუმზე განხილვის მთავარი თემა ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა და უსაფრთხოებაა. წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია. აღნიშნულ საკითხზე ფორუმის მთავარ მომხსენებლებად საქართველოსა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაკედონიის თავდაცვის მინისტრი წარსდგნენ. ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გახსნა. ფორუმის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, ასევე სენატორებთან და „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლებთან.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)