|
2018-11-06 12:47:12, 584 ნახვა
რეგიონი
7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის გზის 29-ე კმ-ზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება
7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის გზის 29-ე კმ-ზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „შ.პ.ს. „საქართველოს სამხედრო გზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით, ახორციელებს დამატებით პრევენციულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ჩასატარებელია ცალკეული გადმოკიდებული ქვების გაწმენდა ხელით, კლდეზე მცოცავების -მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, 7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა, პერიოდულად ერთი საათის ინტერვალით, გზის ამ მონაკვეთზე, ჩაიკეტება ავტომობილების მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)