|
2018-11-05 15:37:48, 1505 ნახვა
პოლიტიკა
„აქტივისტებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიისგან“ - უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნებისთვის რეკომენდაციები გამოსცა
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 2 ნოემბრის სხდომაზე რეკომენდაციები გამოსცა. "ექსპრესნიუსი" რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ: "აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კომისია მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, და რეკომენდაციებით მიმართავს: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატსა და მათ მხარდამჭერ პარტიებს: მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესიისგან, ზეწოლისგან, ისევე, როგორც ნებისმიერი არაეთიკური ქმედებისგან, რათა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე წარიმართოს მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს: საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა, შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და თავიდან აიცილოს პირველი ტურის კენჭისყრის დღეს მრავლად დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც კომისიის ოპოზიციიდან წარდგენილი წევრები უარს ამბობდნენ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაზე", - ნათქვამია რეკომენდაციებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)