01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 15:33:43, 664 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. ამჯერად, ტრენინგები ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების 200-მდე სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს უტარდება. 

ტრენინგები ძირითადად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტურისტული სერვისების მარკეტინგი, სერვისპლიუსი, გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში, თანამედროვე ხელოვნება ტურიზმის ინდუსტრიაში, მოლაპარაკების ხელოვნება და უსტრესო პროდუქტიულობა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. წლის ბოლომდე კი ტრენინგები დაგეგმილია გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის.  გიდები ბათუმის ტურის, ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით გადამზადდებიან,  საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები კი ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგკურსს გაივლიან. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics