09:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 15:01:37, 1366 ნახვა

პოლიტიკა
„ბორის დაგიძველდა ხრიკები და მოემზადე ხელისუფლების გადაბარებისთვის“ - სააკაშვილი ივანიშვილის მიმართვას ეხმაურბა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვას ეხმაურება. 

სააკაშვილი საქართველოს ყოფიილი პრემიერ-მინისტრი "ქურდს" შეადარა. მისივე თქმით, ივანიშვილ მოსახლეობის მოტყუებას გააგრძელებს და საზოგადოებამ ამის შანსი მას არარ უნდა მისცეს. 

"თქვენ შეიძლება იხილეთ დაფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი. იცით რა მომაგონა მისმა სახემ - აი ისეთი სახე ჰქონდა ქურდს რომ დაიჭერ სახლთან ნაქურდალით და ხელი რომ გაქვს ჩაჭიდებული, ის კი, გეხვეწება - ოღონდ ამ ერთხელაც გამიშვი და ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, ოღონდ პოლიციაში არ ჩამაბარო, გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგები. ხომ იცით რომ თუ გაუშვით ჯერ ერთი აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავთ, მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ. აი ასევეა ივანიშვილი - იძახის გამოვსწორდებიო და ამასობაში უბან-უბან დაძრწიან კრიმინალები, აშინებენ ხალხს, მისი გამგებლები ცემენ კოორდინატორებს, ხალხს ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება. ამ კაცმა ბოლო ორ წელიწადში თქვენი ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება კი არა, თავის დეიდაშვილ უჩას დაიჭერს?! საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს?! ფარცხალაძეს რამეს უზამს, ჩხარტიშვილს რამეს უზამს?! საბანკო მაფიას, ხაზარაძეს რამეს უზამს?! რა თქმა უნდა არაფერს, ის ისევ მოგადგებათ თქვენ. ახლა თუ გაუშვით, მას არა მხოლოდ არაფრის შესრულება არ უნდა, მას აქვს ძალიან მზაკვრული გეგმები, ძალიან საშიში ქართველი ერის მომავალთან და თითოეულ თქვენგანთან დაკავშირებით. ახლა ის არის როგორც არასდროს სუსტი. ქართველი ხალხი დღეს გამარჯვებულია და ეს ჭორვილელი აფერისტი თავისი ვირ-ეშმაკობით ცდილობს ცხვირწინ აგწაპნოთ თქვენ, ჩვენი, ყველას გამარჯვება. ჩვენ გვაქვს ახლა ძალა, თქვენ ამ ძალას ის ვეღარ წაგართმევთ ვერასდროს. მისი მოტყუების კბილი ქართველმა ერმა მოიცვალა. ბორის დაგიძველდა ხრიკები და მოემზადე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის. ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ, ყველაფერი იქნება კარგად.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics