|
2018-11-05 14:38:52, 1569 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ქართული პავილიონი დაათვალიერა
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძე ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს. პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)