07:42 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 12:09:16, 1540 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი - 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი 50% (103724) და აშშ - 1% (399054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 70% (33450)), ნიდერლანდები - 39% (63951), საფრანგეთი - 15% (113297), ესტონეთი - 12% (464792), ლატვია - 12% (1427836), ლიეტუვა - 7% (366552),  გერმანია - 3% (378954) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი -  102% (135294), მონღოლეთი - 44% (162390), ყირგიზეთი - 37% (179610), უკრაინა - 34% (8346700), ყაზახეთი - 16% (3112202), რუსეთი - 10% (42344328), ბელარუსი - 3% (1353042) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (42344328), უკრაინა (8346700),  ჩინეთი  (5410667), ყაზახეთი  (3112202) და პოლონეთი (2788029).  

ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics