|
2018-11-03 21:38:50, 1619 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი - ოქრუაშვილი ვაშაძის შეხვედრა პოლიტიკური ლუსტრაციის გაგრძელებაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას პოლიტიკური ლუსტრაციის გაგრძელებად აფასებს. „მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ერთი რამ დაგვანახა, ფაქტობრივად, დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი, როცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იმ პოლიტიკური ჯგუფების თავმოყრა, რომლებზეც ვამბობდით, რომ ისინი რეალურად არც არსად წასულან. ესეთი იყო, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, რომლებზეც ვამბობდით, რომ დაშლა მოჩვენებითი ხასიათის იყო. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, დაბრუნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში. ახლა გამოჩნდა ბატონი ოქრუაშვილი, ხვალ შეიძლება სხვა ვინმე გამოჩნდეს. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი აჩენენ თავის სახეს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ კი ამასობაში საქმეს ვაკეთებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საზოგადოების ინტერესში არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)