05:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 13:31:08, 632 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა" ქველმოქმედებისათვის საკუთარი სერვისები გაამარტივა

სპეციალურად სოლიდარობის ფონდისათვის თიბისი ბანკმა საკუთარი სერვისები გაამარტივა.

მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, შეეძლებათ, გამოიყენონ თიბისი ბანკის გამარტივებული სერვისები.

კერძოდ, სოლიდარობის ფონდში თანხის გადარიცხვის მსურველთათვის თიბისი ბანკმა სამი არხიდან გაამარტივა გადარიცხვები. ეს არის:

·         თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი, რომელსაც დაემატა განყოფილება ‘“ქველმოქმედება“. ეს ღილაკი იძლევა საშუალებას, ერთჯერადად ან ყოველთვიურად გამარტივებული წესით გადარიცხოთ თანხა ონკოლოგიური პაციენტებისათვის.

·         თიბისი კონსტანტას ფილიალში არსებული TBC Pay-ს აპარატები, რომელსაც პირველ გვერდზე დაემატა სპეციალური ღილაკი ‘“ქველმოქმედება“.

·         თიბისი ბანკის ფილიალები, სადაც შეძლებთ ანგარიშის ნომრის გარეშე, უმარტივესი პროცედურით გადარიცხოთ თანხა.

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ქველმოქმედების ღილაკი TBC Pay-ს ყველა აპარატს დაემატება.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით  2013 წელს შეიქმნა შეიქმნა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“ ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გავხადოთ მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. 

ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა საქართველოს სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. ეს აქცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრის დელეგატების სახელით განხორციელდა. თანხა სოლიდარობის ფონდში სწორედ EBRD-ის დელეგატების სახელზე გადაირიცხა. 

ონკოლოგიური დაავადების მქონე  ბავშვებისა და  ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სულ ფონდის ამოქმედებიდან დღემდე  2 600 000 ლარზე მეტი მოხმარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics