|
2018-11-02 17:43:09, 2274 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თვის მონაცემებით მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 %-ით მეტია. (2017 წლის 10 თვე - 359,961 მგზავრი). ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 10 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1,791 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 25% მეტია. (2017 წლის 10 თვე - 1433 რეისი). 2018 წლის ოქტომბერში კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ოქტომბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 62,000 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 34,874 მგზავრი). რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 % მეტია. (2017 წლის სექტემბერი 130 რეისი). “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.
(NS)
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)