09:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 16:11:13, 1209 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანია

„თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის“ - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება გამოეხმაურა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად კონგრესმენი პო იშველიებს იმ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელიც საქართველოს აქვს ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ საკითხს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. 28 კონგრესმენმა მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, დავაჩქაროთ ამ ინიციატივის განხილვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics