|
2018-11-02 11:17:37, 648 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმას გაზრდის
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმის გაზრდას აპირებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი "კანონპროექტი" დე-ფაქტო მთავრობამ და ე.წ. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა განიხილა. მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ ამჟამად მოქმედი ჯარიმის ოდენობა არაეფექტურია და კანონდარღვევათა შემცირებას ხელს არ უწყობს. ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარი სერგეი ხარებოვის თქმით, ჯარიმის ოდენობი გაზრდა დარღვევების რაოდენობას შეამცირებს და ამავდროულად "ბიუჯეტის გაზრდას შეუწყობს ხელს". ცნობისთვის, ჯარიმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამჟამად ჯარიმა 2000 რუსულ რუბლს შეადგენს. მისი გაზრდის შემთხვევაში კი 20 ათას რუბლი გახდება, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა ორმაგი ოდენობის იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)