01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 19:35:42, 764 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება.

ბათუმი და ქობულეთი დამეგობრებულია იტალიის ქალაქებთან. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.

ყოველწლიურად იზრდება იტალიელი ვიზიტორების რიცხვი აჭარაში, რასაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით პირდაპირმა საჰაერო ფრენებმაც შეუწყო ხელი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იტალიელ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა  გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics