08:53 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 17:32:11, 1840 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #408  ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი გახლავთ კარიერული დიპლომატი. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს.

მას აქვს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება -  2011-2014 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო  2010-2011 წლებში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივიწარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იყო ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი.

ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2017 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მინისტრის მოადგილის რანგში ის მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics