01:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 16:48:44, 633 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეცხოველეობის, ვეტერინარიის და რძის პირველადი დამუშავების საკითხებზე სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლების მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს, დარგში მიმდინარე სამუშაოებს და არსებულ პრობლემებს გაეცნენ. ფერმერებს რეკომენდაციები მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-მოშენების, ჯიშობრივი გაუმჯობესების, საკვები ნედლეულის დამზადებისა და დაბალანსებული საკვების შედგენის მიმართულებით მიიღეს. ყურადღება გამახვილდა ფერმებში არსებულ ვეტერინარულ-სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების, განსაკუთრებით საშიში ინფექციების მიმართ ბრძოლის ღონისძიებების და დაავადებების თავიდან არიდების, ასევე,  უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოებისა და გადამუშავების მექანიზმებზე.

პროექტი „მობლური ექსტენცია” 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და აგრარულ დარგში სიახლეების გაცნობაა. პროექტის ფარგლებში უკვე 14 ათასამდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია.

მობილური ექსტენციის ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრები 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში (სოფლები - დაბა ლენტეხი, ხოფური,  ოყურეში, ორბელი, ჭრებალო, ბუგეული, სორი, უწერა, გლოლა) გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics