08:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 14:44:32, 1512 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ქვეყნად აირჩიეს

 ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე, საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.

1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის  წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა.   ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად  დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.

საქართველო  ზემოაღნიშნულ კონვენციას შეურთდა  2001 წელს და მას შემდგომ აქტიურად ღებულობს მონაწილეობას IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში,  ხოლო ფონდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს ყველა ინიციატივას საზღვაო მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე  საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ესწრებოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ჟოზე მაურა.

აღსანიშნაავია, რომ  ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის 2018 წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics