08:53 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 12:46:36, 1312 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არც ერთი დღით არ შეიძლება ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს გარეშე

„არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება, უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის - უშიშროების საბჭოს გარეშე“, - ამის შესახებ  პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობას და აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ახალი კონსტიტუციით უშიშროების საბჭო უქმდება, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც მას ჩაანაცვლებს.

„საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - უშიშროების საბჭო, რომელიც იყო წლების განმავლობაში ფორმატი და ფორუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებული არის ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეწყვიტა ამ სტრუქტურის არსებობა თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი; ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, გვექნება ახალი კონსტიტუცია და არ გვექნება უშიშროების საბჭო. არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ ინტენსიურად ის დაპირება, რომელიც იქნა მიცემული, რომ უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს ახალი სტრუქტურა იქნას აღსრულებული და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics