01:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 10:26:29, 602 ნახვა

რეგიონი
რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

 რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

„ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა.

ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე.

პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics