11:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 16:36:26, 1192 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა იზიარებს იმ აზრს, რომ 2008 წელს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო

„საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგრობა იზიარებს იმ აზრს, რომ 2008 წელს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას.

კერძოდ, ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი განცხადების გამო, ზურაბიშვილი კრიტიკის მსხვერპლი გახდა და მას ჰკითხა, რეალურად, რამდენად ეთანხმება ქვეყნის მოსახლეობა.

„კრიტიკის მსხვერპლი გავხდი მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, რადგან მათი 5 ტელეარხი და მშვენიერი ორგანიზაცია აქვთ სოციალურ ქსელში, იმისათვის, რომ თავს დამესხან. შეგიძლიათ გარეთ ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოთ და ყველა დაგისტურებთ, ეს იგივეა რაც ამჟამიდენლი დემოკრატია წინა რეჟიმს შეადაროთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოხდა 10 წლის წინ და ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ყველას ჰყავს ოჯახში ვინმე, ვინც ამ ომში იმყოფებოდა. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ როლები შევცვალოთ და სწორედ ამ კუთხით ხდება ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია, რუსეთი არის ერთადერთი აგრესორი ამ შემთხვევაში. საქართველო არასდროს შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე და არ ყოფილა აგრესორი. მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ შემდეგ პრეზიდენტს, შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ პროვოკაციები თავიდან აეცილებინა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics