23:37 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 14:45:47, 1758 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ახალქალაქის ინციდენტზე: ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ძალადობის ესკალაცია გაერთიანებული ოპოიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს. 

თალაკვაძემ საგა მოიეებო სტრუქტურებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას და მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ძალადობა არ არის ის ტექნოლოგიები, ნაციონალურ მოძრაობისგან განსხვავებით, რომელსაც თქვენც წარმოადგენდით წარსულში, რომლითაც ჩვენ არჩევნებში საერთოდ რაიმე შედეგს ვიღებთ. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას და გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია და ასევე, ყველამ ნახეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ძალადობის ესკალაცია, ამ ორ სიტყვასაც ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ სხვა ფაქტზე იყო ეს შეფასებები გაკეთებული წინა დღეებში, ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც დემონტსრაციულად ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის რაც ჯერ-ჯერობით იკვეთება. ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა დამაჯერებლად და ადექვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს მათ შორის ამ გარემოებაზეც, იმიტომ რომ ეს იყო როგორც გითხარით ძალადობის ესკალაციის წინაპირობა.’’- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics