|
2018-10-31 14:07:15, 1392 ნახვა
პოლიტიკა
ახალაია: ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება - ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აჩო ახალაია მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია. ახალაიამ "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოიციის მხარდამჭერებს მიმართა. "მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის. ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი გავაკეთო სამწუხაროდ ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)