|
2018-10-30 17:23:52, 1211 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: არჩევნების ხელისუფლება აპირებს, მეორე ტური ძალადობის ფონზე ჩაატაროს
ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გედევან ფოფხაძემ გააკეთა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე და შტაბის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას საგანგაშო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ძალადობის მეშვეობით ჩატარებას გეგმავს. „როგორც ჩანს ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია, ვინაიდან დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში. კერძოდ, ქართული ოცნების ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას და ახალა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნებიდან" რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი. ეს ორი განცხადება და შემდეგ უკვე რეაქცია ცხადყოფს, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება აპირებს არჩვენების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე. ეს სწორედ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და თუ ხელისუფლებას რა სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და არეულობით და ომით იმუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ინსპირატორი არის სწორედ ხელისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. მან მოუწოდა მმართველ გუნდს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას უთხრან ემიჯნებიან თუ იზიარებენ მას.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)