18:07 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 09:54:29, 575 ნახვა

სხვადასხვა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილან შეყვანილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  საქართველო და ქართული ავიაკომპანიები  ევროკავშირის უსაფრთხოების ე.წ. „შავ სიაშია“ შესული.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასოდეს ყოფილან ევროკავშირის უსაფრთხოების სიაში.

"ე.წ. „შავი სია“ არის ევროკავშირის მექანიზმი,  რომელიც ეფუძნება ევრორეგულაცია 2111/2005-ს    (Regulation (EC) No 2111/2005 of the European Parliament and the Council of 14 December 2005 on the establishment of a Community list of air carriers subject to an operating ban within the Community and on informing air transport passengers of the identity of the operating air carrier ).
 წელიწადში 2-ჯერ, უსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკომისია საჯაროდ აქვეყნებს იმ ქვეყნებისა და ავიაკომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც ეკრძალებათ ფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების უგულვებელყოფის გამო.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილა შეყვანილი. 

ICAO-ს 2013 წლის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზსაც, რაც ასახული იქნა  აუდიტის საბოლოო ანგარიშში. და რომლის აღმოსაფხვრელად გაწერილი იქნა  სამოქმედო გეგმა. 

აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად 55%-ით გაუმჯობესდა სააგენტოს ინსპექტორების ტრეინინგისა და კვალიფიკაციის მაჩვენებელი, 44%-ით გაუმჯობესდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის პროცესი, 25%-ით გაუმჯობესდა პერსონალის ლიცენზირებისა და ავიასაწარმოების  სერტიფიცირების პროცესი, 24%-ით გაუმჯობესდა უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მაჩვენებელი,    22%-ით საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა, 19%-ით აეროპორტების და აეროდრომების ზედამხედველობა, 17%-ით აერონავიგაციის მიმართულებების ზედამხედველობა და 38%-ით საავიაციო შემთხვევების მოკვლევის საკითხები. ამჟამად დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს",-ნათქვამია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics