01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 17:19:11, 593 ნახვა

რეგიონი
დაბის და შუბნის ბაგა-ბაღებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დაბის ბაგა-ბაღზე. პროექტის მიხედვით შენობას სრული კაპიტალური რემონტი უტარდება.

შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ განახლებული ინფრასტრუქტურით 110 აღსაზრდელი ისარგებლებს.

დღის მდგომარეობით დასრულებულია შავი სამუშაოები, გადაიხურა შენობის სახურავიც. მიმდინარეობს ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი, წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და გარე ფასადის დამუშავება.

225 000 ლარის სამუშაოებს შპს ,,ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს.სამუშაოებზე დასაქმებულია 10-ამდე ადგილობრივი.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს შუბნის ბაგა-ბაღზეც. ამ დროისათვის დასრულდა შენობის გარე ფასადის დარჩენილი ნაწილის შეღებვითი სამუშაოები, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

მიმდინარე პროექტს შპს ,,მეგა +“ აწარმოებს, რომლის სამუშაოებზე 57 000 ლარამდე დაიხარჯება.

ბაგა-ბაღებზე მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

 

(NS)


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics