08:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 16:42:01, 1140 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩენე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან არჩევნებში ვერ მონაწილეობდნენ

"ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძლიერი დაცვის მექანიზმების გარეშე, ძალაუფლებისა და რესურსების კონცენტრაცია შეიძლება რისკს წარმოადგენდეს დემოკრატიისათვის. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ ხსენებული პრობლემები არ იყო მთლიანად გადაჭრილი", - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენმა განაცხადა.

როგორც იუკნევიჩენმა აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკვე მეხუთედ აკვირდება. მან არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ ხარვეზებზეც ისაუბრა.

„ნატო-ს წევრობა სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში და საქართველო ამით აღიარებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ჩვენ ალიანსის საფუძველს წარმოადგენდა. საქართველო იყო და კვლავ რჩება ლიდერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, დადებითი მაგალითი მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნისა. როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. წლების განმავლობაში არა ერთხელ აღვნიშნეთ შეშფოთება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ზედმეტი პოლარიზაციიდან, კომპრომისისა და დიალოგის კულტურის არარსებობისგან მომდინარეობს. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძლიერი დაცვის მექანიზმების გარეშე, ძალაუფლებისა და რესურსების კონცენტრაცია შეიძლება რისკს წარმოადგენდეს დემოკრატიისათვის. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ ხსენებული პრობლემები არ იყო მთლიანად გადაწრილი. ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მაგალითს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არაბალანსირებულ დაფინანსებას, ცრუ დამკვირვებლების გამოყენებას და ე.წ. ტექნიკური კანდიდატებიც, ესეც დემოკრატიის დამახინჯებაა. დამატებით ჩვენ ვნახეთ ახალი ნეგატიური სიტუაციები, რომელიც აქამდე არ გვინახავს. ვერბალური და სისტემატიური თავდასხმები NGO-ების მისამართით. ყველა ეს საკითხი ერთობლიობაში  დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამის მიუხედავად, გუშინ ბევრი მოქალაქეს გადაწყვეტილი ჰქონდა, მათი უფლება გამოეყენებინათ და აერჩიათ სახელმწიფოს მეთაური. გულდაწყვეტით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ვერ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში. საქართველო პირველად ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. იმედია, ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას, გადაიჭრება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას უფრო ვრცელი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია აღნიშნული. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ამ ძალისხმევაში და გავაგრძელებთ კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას. ხელს შევუწყობთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, რის გარეშეც არც ერთი რეფორმა არ იქნება მდგრადი. თუ საქართველო გადაწყვეტს ამას, საქართველო შეიძლება დარჩეს. დადებითი მაგალითი რეფორმატორული კურსის და ლიდერი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics