19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 17:39:36, 395 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ირგვლივ ბოლო დროს მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
შიხიაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მისივე თქმით,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს  ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს. შიხიაშვილის განცხადებით,  დღეს ჰოსპიტალის პირობები  თანამედროვე სტანადარტებს არ შეეფერება და ამიტომაც ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე მუშაობენ, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. 
"ბოლო დროს ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ირგვლივ ვრცელდება სხვადახვა სახის არასწორი ინფორმაცია. გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად ემსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაციას. ეს ხდება იმ დროს, როცა სამსახურმა ვეტერანებისთვის კონკრეტული პროექტების განხოციელება დაიწყო.
დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, დავაფინანსეთ ვეტერანებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაღალტექნოლოგიული კვლევების ჩატარება, მედიკამენტები, ოპერაციები, ყველაფერი ის, რაზეც ვეტერანებისთვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ექსკლუზიური პაკეტი არ ვრცელდება. 
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს ვეტერანებს. დღეს ჰოსპიტალის პირობები არ შეეფერება თანამედროვე სტანადარტებს. ის დანგრევის პირასაა. შესაბამისად, ვეტერანებისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. აქ თითოეული ვეტერანი შეძლებს ყველა სახის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიღებას.
ჰოსპიტალთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში სამსახურის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია და არაობიექტური შეფასებები გაჟღერდა, თუმცა დაირღვა თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, ამას ჟურნალისტთა ქარტია დაადგენს, ჩვენი იურისტების მიერ შედგენილი სარჩელის განიხილვისას.
12 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ამბასადორში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო აღნიშნული თემების განსახილველად შეხვედრას გამართავს.შეხვედრაზე მოწვეულია პროცესში მონაწილე ყველა მხარე.
მიგვაჩნია,    რომ ვეტერანების თემა არ შეიძლება იყოს გამოყენებული სპეკულაციისათვის.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხელისუფლება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ქვეყანას ყავდეს დასაქმებული და ჯანმრთელი ვეტერანი და ყოველთვის დაიცავს მათ ღირსებას",-აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics