|
2018-10-29 15:39:05, 1034 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოდის, რომ არჩევნების მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. „გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)