08:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 13:50:49, 1130 ნახვა

პოლიტიკა
სტეფან ნიქსი: საქართველოში ჩატარდა ძალიან კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ჯანსაღი დემოკრატიის კომპონენტია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დადებითად აფასებენ.

ისინი ამომრჩევლებს მოუწოდეს, მონაწილეობა მეორე ტურშიც მიიღონ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, სტეფან ნიქსი ამბობს, რომ მეორე ტურში აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს.

„უკვე ვიცით, რომ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იქნება, ასე, რომ ძალიან მღელვარე არჩევნები გველის. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფლება კიდევ ერთხელ მივიდნენ და ხმა მიცენ მომავალ პრეზიდენტს. ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მათ ამის შანსი მიეცემათ... ძალიან გთხოვთ მიდით უბანზე და გააკეთეთ არჩევანი, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იმედი გვაქვს, რომ აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩატარდა ძალიან კონკურენტული საპრეიდენტო არჩევნები, რაც კარგია და კომპონენტია ჯანსაღი დემოკრატიის“, - განაცხადა სტეფან ნიქსმა.

IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირი აცხადებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა შეძლონ არჩევანის დაფიქსირება.

„იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კონკურენტული, ღია და გამჭვირვალე ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ამერიკელებს, როგორც საქართველოს მეგობრებს და მხარდამჭერებს იმედი გვაქვს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის გამოყენების საშუალება ექნება, ღია გარემოში, სადაც მათ დაბრკოლება არ ექნებათ პოლიტიკური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა ჯონ დიპირომ.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics