|
2018-10-29 12:11:24, 1198 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე წააგო
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, პარიზში გახსნილ საარჩევნო ოლქში დამარცხდა. პირველი ადგილი 41 ხმით გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიკავა, ზურაბიშვილს მხარი 35 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო დავით ბაქრაძეს 22-მა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, პარიზის ოლქში ზურაბ ჯაფარიძემ (გირჩი) 16 ხმა მიიღო, დავით უსუფაშვილმა (თავისუფალი დემოკრატები) 12, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 6 ხმა მიიღო, თეიმურაზ შაშიაშვილმა (დამოუკიდებელი კანდიდატი) 3. ცნობისთვის, დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა - 38,63%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % მიიღო, დავით ბაქრაძემ 10.97%. შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, თუ 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი გადალახავს, არჩევნები მეორე ტური უნდა შედგეს და მასში მონაწილეობა პირველ და მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატებმა უნდა მიიღონ. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)