|
2018-10-29 13:04:41, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ღირსების არჩევნები შედგა, საქართველოში ხელისუფლების ცვლა დაიწყება
„მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო შედეგებს ღირსების არჩევნები უწოდა. „გილოცავთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ღირსების არჩევნები შედგა და მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა,მიუხედავად ყველა ტრიუკებისა და მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის, არარსებული კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, მათ ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს, მალე გამოვაქვეყნებთ, ამაზე გიორგი ვაშაძე ისაუბრებს. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებმაც თავდადებულად იმუშავეს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც საარჩევნო უბანზე მოვიდა. რომელსაც თავისი ქვეყნის და ოჯახის ბედი აღელვებს.პირობას გაძლევთ, რომ ისევე ვიმუშავებთ მტკიცედ, როგორც ვმუშაობდით აქამდე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატმა, მადლობა გადაუხადა ოპოზოციურ პარტიებს მხარდაჭერისთვის. „ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა ვუთხრა „ევროპულ საქართველოს“ და პირადად დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი. ამის მოთმენა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება არ შეიძლება. გუშინ მეუბნებოდნენ რატომ არ ზეიმობო და ისეთი დაღლილი ვიყავი, ზეიმის თავი არ გვქონდა და აი დღეს დავიწყებთ ზეიმს“, - აღნიშნა ვაშაძემ. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაწერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,63% ხმა მიიღო. რაც შეეხება ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობასია“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37,74 % მოიპოვა. ამ დროისთვის 3 ათას 703 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც უბნების, თითქმის, 100 პროცენტს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)