07:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 22:15:36, 1889 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: პარალელურ რეჟიმში დათვლილი 100 უბნიდან 92-ში ვაშაძე ლიდერობს

„ჩვენ გვაქვს თითოეულ საარჩევნო უბანზე პარალელური, ხმების დათვლის მექანიზმი და 100 უბნიდან 92-ში ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან კონკრეტულად წარმოადგინა რამდენიმე საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

„საარჩევნო უბნებზე ჩვენ აწყობილი გვაქვს ხმების პარალელური დათვლის მექანიზმი და დაიწყო პირველადი მონაცემების შემოსვლა. დაახლოებით 100 უბნის მონაცემი გვაქვს უკვე, მთელი საქართველოს მასშტაბით. გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს თითქმის ყველა ამ უბანზე,  დათვლილი 100  უბნიდან 92-ში ლიდერობს ვაშაძე, დანარჩენ 8 უბანში, 6-ში დავით ბაქრაძე, ხოლო ორგან  სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი დაახლოებით პროცენრტული მაჩვენებელი 40-ზე გაცილებით მეტია. მე შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტულ უბნებზე შედეგები:

წყალტუბო 47-ე უბანი: გრიგოლ ვაშაძე - 227, დავით ბაქრაძე - 89, სალომე ზურაბიშვილი - 80.

მარნეული მე-80 უბანი: გრიგოლ ვაშაძე - 142, სალომე ზურაბიშვილი - 49.

გარდაბანი - აქტაკლია: გრიგოლ ვაშაძე -144, სალომე ზურაბიშვილი -65.

დმანისი 42-ე: გრიგოლ ვაშაძე -96, სალომე ზურაბიშვილი -22

ჩხოროწყუ მე-20 უბანი: გრიგოლ ვაშაძე -105, სალომე ზურაბიშვილი -97.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მთლიანად აწყობილი პარალელური დათვლის მექანიზმი, უბნებში, როემლიც უკვე დათვლილია, ვაშაძე ლიდერობს აბსოლუტურად ყველგან, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაშაძე არის უპირობო ლიდერი. ჩვენს ხმებს აუცილებლად დავიცავთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics