04:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 16:32:40, 711 ნახვა

ეკონომიკა
უშგულის ყველა ოჯახს მაგთისატი უფასოდ გადაეცა

სვანეთის სოფელ უშგულის ყველა ოჯახს  „მაგთისატი“ საჩუქრად გადაეცა  და ქართულ არხებს სრულიად უფასოდ მიიღებენ. 
მათ ტელევიზიის თანამგზავრული თეფში  ქართული მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომისგან“ ახალი ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“ ფარგლებში გადაეცათ. 
ოფიციალური ინფორმაციით, 17 ივნისიდან საქართველოს ყველა ტელეკომპანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს „სეტ ტოპ ბოქსების“ შეძენა მოუწევთ. მაგთისატის მომხმარებლებს, კი ეს ცვლილება არ შეეხებათ. 
მაგთისატმა ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს  SES ASTRA 5B თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. 
უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სულ 62 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 35 ოჯახის ციფრულ პლატფორმაზე გადაყვანა 2015 წლის 3–4 ივნისს განხორციელდა. დანარჩენებს, კი, ვისაც მაგთისატი უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ, დროებით სარგებლობაში არსებული მაგთისატის აპარატურა საჩუქრად გადაეცა. 
მათისატმა უფასოდ უზრუნველყო ციფრული თანამგზავრული მაუწყებლობისთვის აუცილებელი ყველანაირი აღჭურვილობა და მისი მონტაჟი. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება „ქართული“ პაკეტის 19 არხი. 
იმ შემთხვევაში, თუ მათ საშუალო  ან სრულ პაკეტზე გადასვლის სურვილი ექნებათ, მაშინ ისინი 10 ლარით ნაკლებ გადასახდელს გადაიხდიან. 
„მოხარულები ვართ, რომ უშგულის თითოეული ოჯახისთვის მაღალი ხარისხის ციფრული თანამგზავრული სიგნალის მიწოდება შევძელით. ამ სოციალურად ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით მაგთიკომი აჩქარებს საქართველოს ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამომავლოდ ანალოგური ფორმატის საყოველთაო გათიშვა ახალ შესაძლებლობებსაც დასახავს და სირთულეებსაც გამოიწვევს; ამდენად, გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა იდეალური გადაწყვეტილებაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა”, –  აცხადებს მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე. 
სვანეთის გამგებელის კაპიტონ ჟორჟოლიანის შეფსებით, ეს აქცია უშგულის მოსახლეობისთვის ერთგვარი სტიმულია, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები არ დატოვონ. 
„ უშგულის მოსახლეობისთვის არა მარტო ციფრული ტელევიზიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაზეა საუბარი, არამედ ადგილობრივებმა იგრძნეს, რომ არიან კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მოსახლეობის კეთილდღეობით და მათ „ცხოვრებას“ უიაფებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უშგულის მოსახლეობა ამას სწორად მიიღებს და მათთვის გახდება ერთ–ერთი საწყისი იმის, რომ არ უნდა მოშორდნენ იქაურობას და საუკუნეების განმავლობაში უნდა მიხედონ“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics