|
2018-10-28 20:49:30, 1498 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, მხარს „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. „მაგრამ, ჩვენ ბრძოლას ქონდა მეორე კომპონენტიც, რომელიც შეეხება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენი კვლევაც ადასტურებს იმას, რომ ძალიან მაღალი ალბათობით არსებული კვლევები ძალიან მაღალი ალბათობით ადასტურებს, რომ ჩვენი ამოცანის ეს ნაწილი შესრულებულია, ამიტომ ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო, ბოლომდე იყვნენ უბნებზე და ბოლომდე დავთვალოთ ხმები. რაც შეეხება მეორე ტურს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული ბრიუსელში შესაბამისი მემორანდუმი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი კამპანიის მანძილზე, ჩვენ ერთული ვიყავით და ვიცავდით ამ დოკუმენტს და დღესაც, მიუხედავად ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ დაჯდება სურათი, რომელსაც კვლევა აჩვენებს, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, კვლევის თანახმად, ვაშაძეს ამომრჩეველთა 37%-მა დაუჭირა მხარი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 34%-მა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს 17%-მა. სხვა კანდიდატებმა ხმათა 12% მოიპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)