13:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:43:59, 1471 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: მეორე ტურშიც მოვიგებთ - მადლობა „ევროპულ საქართველოს“

„დარწმუნებული იყავით, მეორე ტურშიც მოვიგებთ წყნარად, მშვიდად, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

საპრეზიდენტო კანდიდატი Edison Research-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების პირველად შედეგებს გამოეხმაურა. ამასთან, მან „ევროპულ საქართველოს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ, რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით, მაგრამ არ არსებობდა გზა, რომლითაც ისინი შეძლებდნენ გაყალბებას, თუმცა გამოცდილი შულერები არიან, განსაკუთრებით ამაში დავრწმუნდით 2016 და 2017 წელს, დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ, წყნარად, მშვიდად, ისევე, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით. ახლა შემატყობინეს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით ჩვენ ვიმარჯვებთ და ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ. ამ შემთხვევაში არის ერთი სათქმელი სიტყვა - მადლობა, და თქვენ ნახავთ, რომ ამას მოჰყვება დანარჩენი პარტიების, რომლებიც არ შედიან გაერთიანებულ ოპოზიციაში მათი მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ უნდა დარწმუნდეს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი“, - აღნიშნა ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics