|
2018-10-28 20:40:54, 1248 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს. ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, მან ამომრჩევლებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც ალბათ თავისი როლი ითამაშა ქვეყანაში არსებულმა ვითარების რადიკალიზაციამ, მკვეთრმა პოლარიზაციამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა, რომელზეც ახლა არ ვისაუბრებ. თუმცა, ეგზიტპოლები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად გაზრდილი მხარდაჭერისა, „ევროპულმა საქართველომ“ და მე, როგორც კანდიდატმა, ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც იყო ამ არჩევნებზე გამარჯვება. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მხარდამჭერს, ვინც გვერდით დაგვიდგა და ხმა მოგვცა. თითოეულ მათგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, კვლევის თანახმად, ვაშაძეს ამომრჩეველთა 37%-მა დაუჭირა მხარი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 34%-მა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს 17%-მა. სხვა კანდიდატებმა ხმათა 12% მოიპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)