23:36 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:10:08, 1635 ნახვა

კომენტარი
უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს

„ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ე.წ. კარუსელი კონკრეტული ფაქტი მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.

„არის დადასტურებული კარუსელი, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა, შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც ეს ბიულეტენი დახია და დახეული ბიულეტენი იქვე ყრია. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია“, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამისა, გიგი უგულავას თქმით, დარღვევები საბერძნეთში, სალონიკში გახსნილ უბნებზეც დაფიქსირდა.

„მეორე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავი არის საბერძნეთის ნომერ 37-ე უბანზე. ეს უბანი არის სალონიკში. იქ სამი უბანია გახსნილი და კომისიის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა. ადგა და სადემონსტრაციო ოქმში გადახაზა დავით ბაქრაძე და გამოაცხადა, რომ ბაქრაძე აღარ იყრის კენჭსო. წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ეს სადემონსტრაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად ასეთ სიბინძურეზე, პირდაპირ ტყუილზე მიდიან, თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics