06:26 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 15:21:10, 725 ნახვა

პოლიტიკა
გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, ხმა შვილის ნაცვლად მიეცა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა - საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ძირითადად ფიქსირდება პროცედურული დარღვევები. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე,  29 ოლქში და  დააფიქსირეს 21 შენიშვნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი დამკვირვებლები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის #94 უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით.

"ახალციხის #17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან აკრავს საარჩევნო პლაკატი საარჩევნო სუბიექტის ნომრის გამოსახულებით #48-ით.

გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა. ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩევლმა სამაგიდო სია დააზიანა.

მარნეულის #18 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი სათანადოდ არ ამოწმებდა პირადობის მოწმობებს, რის გამოც ოთხმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა ვადაგასული პირადობის მოწმობით მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ქუთაისის #3 უბანზე დაფიქსირდა მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი. საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ქუთაისის #59 უბანზე საკონტროლო ფურცელი ისე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რომ არ შეავსეს პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ფაქზტე საიას დამკირვებელმა საჩივარი დაწერა.

ნაძალადევის #5 უბანთან მდგარ მანქანასთან უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა ნაწილი მიდის და რამდენიმე წუთში ტოვებს ტერიტორიას. კონკრეტულად რა მიზნით ხდება ავტომანქანასთან ამომრჩევლების მისვლა, საიას დამკვირვებლისათვის უცნობია. მანქანაში მყოფ ერთ-ერთ პირს აქვს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ,,კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებლის მოწმობა.

ვაკის #13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის  „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ დამკვირვებელი ხელს უშლიდა საიას დამკვირვებელს ფუნქციების შესრულებაში და ცდილობდა მის მიმართ უსაფუძვლო საჩივრის დაწერას. ინციდენტი ამ დროისათვის აღმოფხვრილია.

გადასატანი საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული საკითხები

- ქუთაისის #112 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 პირი. გადასატანს ყუთის უბნიდან გატანისას კომისიის წევრებმა ყუთთან ერთად წაიღეს 5 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3-მა ადამიანმა და უბანზე დაბრუნებულ იქნა 1 ბიულეტენით ნაკლები, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;

- ბათუმის #6 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კონვერტი ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.  

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი

- დიდუბის #42 უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სიით ხელში აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩეველს. თავმჯდომარის მითითების შემდეგ მან უბანი დატოვა და მონაცემების შეგროვება უბნის გარეთ განაგრძო.

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე

- ნაძალადევის 74-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. კერძოდ, ,,დამკვირვებლის“ სტატუსით უბანზე იმყოფებოდა მოქალაქე მონიკა ფაჩულია, თუმცა, მის მოწმობაზე არ იყო მითითებული, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უბნის თავმჯდომარემ მას უბანზე ყოფნის შესაძლებლობა მისცა. საიამ აღნიშნული დარღვევის შესახებ აცნობა ცესკოს, რის შემდგომაც დარღვევა აღმოიფხვრა და მონიკა ფაჩულიამ უბანი დატოვა;

- ბათუმის #41 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელმაც საიას დამკვირვებლის რეაგირებამდე უბანი დატოვა;

- საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (მთაწმინდის #36, საბურთალოს #60, #61; დიდუბის #10, #18, #19, #29, #42;ჩუღურეთის #16, #19, #37; გლდანის  #35; მარნეულის #48 უბნები);

- ქობულეთის #32 უბანი ერთი საათის დაგვიანებით გაიხსნა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ უბანზე საარჩევნო ბიულეტენებს ჰქონდა ბეჭდური წუნი. ორი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და გიორგი ანდრიაძის ნომრები (48 და 51) არ იკითხებოდა;

- ნაძალადევის #49 უბანზე, კართან, დაუდგენელი პირი ახორციელებდა პირდაპირ რეჟიმში უბანზე მიმდინარე პროცესების გადაღებას.  საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ აღნიშნულმა პირმა გადაღება შეწყვიტა და ტერიტორია დატოვა;

- მარნეულის #64 უბანზე არ არის კაბინები შშმ პირებისთვის", - ნათქვამია ორგანიზაციის განცადებაში. 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 2 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). პრესკონფერენცია გაიმართება 2ოქტომბერს: 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 2ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics