|
2018-10-28 11:54:07, 884 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვნახეთ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიემ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კობახიძის განცხადებით, დღვანდელი დღე საქართველოსთვის ისტორიული არჩევანია. "ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ რა თქმა უნდა არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი", - განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის თავმჯდომარე, ჟურნალისტებთან მეორე ტურის ალბათობაზეც ისაუბრა. "ჩვენ ვსაუბრობდით შედეგებზე, წინასწარ შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ასევე არის ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა ამომრჩვლის აქტიურობაზე, ესეთია დღევანდელი სურათი," - აღნიშნა, კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე, ამ დროისთვის ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდიც სისტემურად აკვირდება დღევანდელ არჩევნებს. "ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესს და რაიმე არსებითი დარღვევები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება ეს საარჩევნო პროცესი" - ამობს, ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)