23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 10:52:25, 1047 ნახვა

რეგიონი
თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს

თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ,

ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთის ამბები“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მინდია იუკურიძემ განაცხადა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

„თუშეთის მე-14 საარჩევნო უბანი გახსნილი გვაქვს სოფელ ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე უბანში გვაქვს სპეციალური სია, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის 24 თანამშრომელია შეყვანილი. გადასატანი ყუთით სარგებლობის მიზნით, თუშეთში მცხოვრებთაგან მხოლოდ 4-მა ამომრჩეველმა მოგვმართა განცხადებით, დანარჩენებს არ მოუმართავთ. რადგან სამანქანო გზა დაკეტილად არის გამოცხადებული, ვერტმფრენის ქირაობის შესაძლებლობა კი არ გვაქვს, ამიტომ თუშეთში არჩევნებს ვერ ვატარებთ“, - აღნიშნა მინდია იოკურიძემ.

მისივე თქმით, ის ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს და ბოლო 8 წელში თუშეთში საარჩევნო უბანი არ გახსნილა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტის ხეობაში.

გუდანის 42-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გოდერძი ჭინჭარაულის განცხადებით, გუდანის უბანზე, ძირითად საარჩევნო სიაში 180 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში კი 40 - ჭიმღას, ტერღას და ტანიეს სასაზღვრო სექტორებზე მყოფი მესაზღვრეები.

„არხოტის უღელტეხილზე თოვლის გამო სამანქანო გზა ჩაკეტილია. გასულ წელსაც იგივე მდგომარეობა იყო, მაგრამ მაინც გავგზავნეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. კომისიის წევრები არხოტში ცხენებით წავიდნენ. ერთი მიმართულებით გზას რამდენიმე საათი სჭირდება. როცა იქიდან ბრუნდებოდნენ, შეფერხდნენ. მდინარეა გასავლელი. საარჩევნო უბანზე 8 საათამდე მოსვლა ვერ მოასწრეს და გადასატანი საარჩევნო ყუთით მიღებული ბიულეტენები გავაუქმეთ“, - აღნიშნა გოდერძი ჭინჭარაულმა.

საარჩევნო უბანი გაიხსნა შატილში, თუმცა დათვიჯვრის უღელტეხილზე ღამით ყინავს და შესაძლოა, შემაჯამებელი ოქმების საოლქო კომისიაში გადატანისას გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

 

წყარო: მთის ამბები





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics