13:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 10:48:53, 1137 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდში, ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან არის გაკრული

ზუგდიდში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მურთაზ ლომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია. გარდა ამისა, ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან“.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ეს არის ერთადერთი შესასვლელი 76-ე უბანზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის ფოტოებია გამოკრული. ეს არის ნების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რადგანაც ეს შესასვლელი არის საარჩევნო უბნის განუყოფელი ნაწილი. სხვანაირად საარჩევნო უბანზე ვერ მოხვდება ამომრჩეველი და ჩვენ ახლა ამ აკრძალულ ატრიბუტიკას ჩამოვხსნით. სარჩელი უნდა დაიწეროს ამაზე, დავწერთ კიდეც“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics