08:00 - საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა
08:15 - საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან გნაცხადა, მხარი დაუჭირა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
08:20 - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკუთარი არჩევანი გააკეთა. მინისტრი ხმის მისაცემად მთაწმინდის მეხუთე უბანში იმყოფებოდა.
09:05 - ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.
09:17 - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.
09:24 - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, N24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, მან ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ნაკარნახევია პასუხისმგებლობის გრძნობით მომავლის წინაშე.
09:25 - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე კამერების დამონტაჟებას ცდილობდნენ.
09:32 - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსრა. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
09:49 - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ილია მეორე საარჩევნო უბბანზე მეუფე შიოსთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.
09:50 - „ლეიბორისტული პარტიის“, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
10:03 - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
10:06 - შსს - 10:00 საათის მდგომარეობით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია
10:07 - საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.
10:10 - მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
10:17 - დიდუბეში N12 უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა
10:21 - ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე ინცინდენტი მოხდა
10:29 - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკუთარი ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსიირა.
10:48 - ზუგდიდში, ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან არის გაკრული
10:52 - თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს
10:56 - ბორჯომის 36-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე აგიტაციის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა
11:05 - საია: 10 საათის მონაცემებით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა
11:11 - 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა
11:21 - საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ხარვეზები - ცესკო-ს ბრიფინგი
11:46 - პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.
11:54 - კობახიძე: ვნახეთ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ
12:05 - კალაძე: არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს - ჩვენ მშვიდობა გვჭირდება
12:06 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
12:08 - ზუგდიდში, ორსანტიას საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახეს
12:10 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
12:08 - ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის
12:21 - „საარჩევნო უბნებთან „კოორდინატორების“ მობილიზება ხდება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ“ - ISFED-ი დარღვევებზე საუბრობს
12:26 - ბოლნისში №40-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეუშვეს
12:28 - ცოდნისკარის მცხოვრები „ოცნების“ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებს
12:31 - ვაშაძე: რამდენი საჩივარი დაგროვდება - მწვავე შეკითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხების გაცემა
12:47 - ახალქალაქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურით ბავშვები დგანან
12:48 - მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ზონდერჯგუფებს ურეკავს და ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს
12:57 - „მარკირების წესის დარღვევა, აგიტაციის ფაქტები, უბნების დაგვიანებით გახსნის შემთხვევები“ - PMMG-ს გამოვლენილი დარღვევები
13:04 - 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა
13:10 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: დაფიქსირდა 50-მდე დარღვევა - დაიწერა 4 საჩივარი
13:16 - ვაშაძე: ამომრჩევლები მიდიან დიდუბის მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე
13:18 - სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა
13:48 - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“: გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული
13:54 - მარნეულში ენმ-ის და „ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 2 პირი
13:55 - ცესკო: დადასტურდა, რომ პირი საარჩევნო უბანზე არასათანადო წესით გაცემული ბეიჯით იმყოფებოდა
14:11 - „მამაჩემიც მოვა...“ - წყნეთში, საარჩევნო უბანზე აგიტატორები დააფიქსირეს [ვიდეო]
14:18 - „მიიღებენ უმკაცრეს პასუხს“ - ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს
14:22 - პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
14:33 - თემქის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - ნათელაშვილი კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპიდა [ვიდეო]
14:53 - საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა, მავთულხლართების მიუხედავად, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
14:57 - მდინარაძე - მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებობ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას
15:06 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
15:21 - გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, ხმა შვილის ნაცვლად მიეცა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა - საია
15:26 - ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჟინვალის 47-ე უბანზე ამომრჩევლებს 20, 30 და 50 ლარს ურიგებენ
15:45 - „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, არჩევნებზე ამ დროისთვის 1000-მდე დარღვევა დაფიქსირდა
15:45 - გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში
15:50 - „დავაფიქსირეთ 25 ინციდენტი, დაიწერა 7 საჩივარი“ - PMMG დარღვევებზე საუბრობს
16:06 - ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა
16:12 - გრიგოლ ვაშაძე - არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ
16:20 - ივანე მაჭავარიანი: ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას
16:22 - მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლები ბიულეტენების განადგურებასაც კი არ ერიდებიან
16:27 - საია: მანქანას, რომლითაც საარჩევნო ყუთი გადაჰქონდათ ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა
16:28 - მდინარაძე - ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს
16:34 - 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98% შეადგინა
16:36 - „რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ“ - ISFED-ის ცნობით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი დამკვირვებელს დაემუქრა
17:08 - გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება
17:10 - უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს
17:24 - მელია: მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ გიშველით
17:43 - ცესკო „ედისონ რისერჩთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
18:02 - 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა
18:09 - თამარ ჩუგოშვილი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე არეულობა იგეგმება
18:16 - შსს - ამ დროისთვის, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა
18:27 - საია: დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს
19:04 - კობახიძე - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს
19:23 - „ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი“ - ISFED-ის მონაცემები
20:00 - ეგზიტპოლი - ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე 40%, ბაქრაძე 10%
20:01 - საქართველოს მასშტაბით საარჩენო უბნები დაიხურა
20:08 - „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3%, ვაშაძე - 28.1%, ბაქრაძე - 9.2%
20:22 - სალომე ზურაბიშვილი: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს
20:28 - პრემიერი: ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას
20:36 - „ევროპული საქართველოს“ ეგზიტპოლით, არჩევნებში 37%-ით ვაშაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 34%-ით ზურაბიშვილია
20:37 - ჯაფარიძე: ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში
20:40 - დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა
20:43 - დავით ბაქრაძე - არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ
20:49 - გრიგოლ ვაშაძე: მეორე ტურშიც მოვიგებთ - მადლობა „ევროპულ საქართველოს“
20:50 - გიორგი ვაშაძე: ცესკო-მდე შორი არ არის - დროა ხმები დავიცვათ
21:03 - „ცესკო-ს დაველოდოთ, ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვიქნებით“ - ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ზურაბიშვილის შტაბში მივიდნენ
21:25 - კალაძე: სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ
21:26 - მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილი ეცდება მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს
21:34 - საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 46,74%-მა მიიღო მონაწილეობა [ვიდეო]
21:45 - ამ წუთებში ცესკო-ში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს [ვიდეო]
22:15 - გიორგი ვაშაძე: პარალელურ რეჟიმში დათვლილი 100 უბნიდან 92-ში ვაშაძე ლიდერობს
22:47 - „აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები“ - ISFED-ის შემაჯამებელი ბრიფინგი
23:07 - ცესკო: საერთო ჯამში საოლქო კომისიებში 364 საჩივარი შევიდა
23:31 - მამუკა მდინარაძე: ავღანეთში ორივე უბანზე ზურაბიშვილმა 397, ვაშაძემ კი, 261 ხმა მიიღო
00:01 - დათვლილი საარჩევნო უბნების ნაწილზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს
00:21 - კობახიძე: გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება
00:24 - კობახიძე - ცესკო-ს მონაცემებს აცდენილია როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები
01:00 - ცესკო-ს წინასწარი შედეგები: ზურაბიშვილი - 40,05%, ვაშაძე - 37.83%, ბაქრაძე - 10.83%
01:31 - 748 საარჩევნო უბნის შედეგებით - ზურაბიშვილი - 43.05%, ვაშაძე - 35.35%, ბაქრაძე - 10.56%
ავტორი: ,