19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:40:48, 453 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: სასკოლო სახელმძღვანელოები წელს მცირე რაოდენობით დაიბეჭდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, წელს ნაკლები ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდება.

როგორც სანიიძემ აღნიშნა, ამით სახელმწიფო თანხებს დაზოგავს.

"სახელმძღვანელოები წელს შედარებით მცირე რაოდენობით დაიბეჭდება. წიგნება ფასდება შკალით, რომლითაც შეგვიძლია გადავარჩიოთ გამოსაყენებელი სახელმძღვანელოები. მითუმეტეს უნდა გავითვალისწინოთ რომ შემდეგი წლიდან პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები ამოვა ქსელიდან.

ამიტომ მაქსიმალურადუნდა გამოვიყენოთ ის ვარისი მარაგ, რომელიც გაგვაჩნია. აქედან ფპგამომდინარე შენცირდება წელს დასაბეჭდი სახელმძღვანელოების რაოდენობა, მაგრამ შემდეგ წელს უკვე გარკვეულ კლასებში პირველიდან მეექვსე კლასებში იქნება ახალი საელმძღვანელოები.

წელს, სანამ ახალ წიგნებს დავბეჭდავთ, ინვენტარიზაცია მოხდა, ანუ ცვეთით კი არ ვანგარიშობთ რამდენი გვაქვს დასაბეჭდი. ფიზიკური ინვენტარიზაცია ჩატარდა, აქედან გამომდინარე ფიზიკურად არის ნანახი ყველა სახელმძღვანელო, რომელიც ჩაითვლება რომ არის ვარგისიანი. ხარისხი შენარჩუნებულია იქედან გამომდინარე, რომ 2013 წლიდან ქაღალდის ხარისხი გაუმჯობესებულია. დაბალ კლასებში სხვა კლასიფიკაცია გამოვიყენეთ, რომელიც უფრო კარგად შენარჩუნდა, ვიდრე მანამდე ქსელში არსებული",-განაცხადა სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics