04:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 11:50:44, 1893 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავენ

საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, წინასწარ მოხსენებას წარმოადგენენ.

ეს მისია, ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP), ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს.

მოხსენებას წარმოდგენენ კრისტიან ვიგენინი, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი; ანდრეი ჰუნკო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი, მარგარეტა სედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის ხელმძღვანელი, რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის (NATO PA) ხელძღვანელი, ლაიმა ლიუსია ანდრიკიენე, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი და ელჩი, გერტ-ჰინრიჰ არენსი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 400 დამკვირვებლისგან შედგება. მათ შორის არიან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარგზავნილი 284 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი, 54 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები (31 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 17 ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან და 12 ევროპარლამენტის ასამბლეიდან).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics