23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 18:13:07, 1686 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სახელმწიფო დაწესებულებების შშმ პირთათვის ადაპტირება გაგრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შშმ პირებისთვის საჯარო დაწესებულებების ადაპტირების პროექტს ახორციელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში, სახელმწიფო შენობების შშმ პირებისთვის ადაპტირებაა დაგეგმილი.

პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მისი თქმით, კულტურული დაწესებულებების ადაპტირება წინგადადგმული ნაბიჯია როგორც თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ისე ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით. „დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბათუმის ბულვარის ადაპტირებული პროექტი წარმოგვედგინა. დღეს უკვე 8 კულტურული დაწესებულების ადაპტირებას ვახდენთ. ხედავთ, რომ ასეთი პროექტების ინტენსივობა გაზრდილია და პრაქტიკულად ყოველ კვირაში გვაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ სიახლეები, რომლებიც ემსახურება შშმ პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საჯარო სივრცეების ადაპტირების პროცესი შშმ პირთათვის გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ამავდროულად ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წლიდან 8 კულტურული დაწესებულების შენობის ეტაპობრივი ადაპტირება განხორციელდება. პროექტი მოიცავს შემდეგ შენობებს: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს,  აჭარის ხელოვნების მუზეუმს,  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, რელიგიის მუზეუმს, მემედ აბაშიძის მუზეუმს, ბათუმის მუსიკალური ცენტრს, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics