10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 15:50:58, 2097 ნახვა

კომენტარი
კალაძე - „ოცნება“ არასდროს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მმართველობიდან დაამახსოვრდა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და ყველა აქტუალური საკითხი განმარტა, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

მანვე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, როგორიც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან

„მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც დღეს გაიმართა. მან დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია - „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა.  ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics