08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 13:03:17, 1956 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი - როდესაც კვირიკაშვილი წავიდა, უცხოელ პარტნიორებს შეკითხვაც არ დაუსვმათ

„როდესაც გიორგი კვირიკაშვილი, პროდასავლური პრემიერი წავიდა თანანმდებობიდან, უცხოელ პარტნიორებს შეკითხვაც არ დაუსვამთ, თუ რატომ წავიდა და ვინ იქნება, ამას გულახდილად გეუბნებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თავისი პრემიერობის ძირითად დროს უცხოელ პარტიორებთან ურთიერთობების დალაგებას უთმობდა. მისივე თქმით, ყოველგვარი ეჭვი სტრატეგიული პარტიონერებიდან მის მიმართ და გუნდის მიმართ, განულებულია.

„ძალიან ბევრი განაწყენებული, ობიექტურად განაწყენებული „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია დღეს დარჩენილი. აქაც მათ ვპირდები, რომ მაქიმალურად აღვადგენ სამართლიანობას, ის რაც ვერ მოხერხდა ჩემი პრემიერობის დროს. გახსოვთ, ერთი წელი ვიყავი პრემიერი, მაგრამ მე ძირითადად დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი უცხოელი პარტინიორები, რომ არ ვარ ვიღაც რესტრუქციული ძალა, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს. რასაც უკიჟინებდნენ „ნაციონალები“. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა და რასაც ვერ ვიტყვი დღეს მედიაში და რამდენად მძიმე იყო მაშინდელი ჩემი ყოფა. მაშინ პრემიერის რანგში, ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. მაგრამ დღეს, რაც მთავარია, და მთავარი რესურსი, რაც გაგვაჩნია გვაძლევს უფლებას იმისა, რომ საჯაროდ განვაცხადო, მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ყოველგვარი ეჭვი ჩვენი სტრატეგიული პარტიონერებიდან პირადად ჩემს მიმართ და ჩემი გუნდის მიმართ აბსოლუტურად განულებულია. დღეს საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან და ამის კარგი მაგალითი იყო როდესაც კვირიკაშვილი, პროდასავლური პრემიერი წავიდა თანანმდებობიდან, შეკითხვაც არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება, ამას გულახდილად გეუბნებით. ასე არ იყო ადრე“, -განაცადა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics