|
2015-06-11 12:49:25, 860 ნახვა
ეკონომიკა
იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება
იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კერძოდ, წულუკიანის თქმით, მიმდინარე წელს 2 სოფლის სახლი აღარ აშენდება და საჯარო რეესტრს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად, 3 მილიონის ბიუჯეტისთვის გადაცემა მოუწევს. გარდა ამისა, წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში ასევე, გადარიცხავს მცხეთის იუსტიციის სახლის თანხას, რომელიც ვეღარ აშენდება. "ეხლა უკვე ნათელია, რომ იუსტიციის სამინისტროს და სხვა სამინისტროებს მოგვიწევს 2 რამ გავაკეთოთ. პირველი, რომ რაც ბიუჯეტიდან გვაქვს მიღებული ასიგნებები, ეს შევამციროთ და უკან დავაბრუნოთ ბიუჯეტში და მეორე, იმ სამინისტროებს, ვის სსიპებს აქვთ საკუთარი შემოსავლები და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ იმ სსიპებს აქვთ საკუთარი შემოსავლები, რომლებიც მნიშვნელოვანი სსიპები არიან და მათი თანამშრომლობით შემოსავლების მოსაპოვებლად დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ გაუჭირდა ქვეყანას და ამ სსიპებმა აგრეთვე უკვე თავინათი ეკონომიები გადასცენ ბიუჯეტს. ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო მაგალითად, მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება, ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ ბორჯომის და თიანეთის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, ვეღარ აშენდება სავარაუდოდ 2 სოფლის სახლი საქართველოში, საჯარო რეესტრს მოუწევს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად, 3 მლნ გადასცეს საკუთარი ეკონომია ბიუჯეტს და ა.შ. ანუ, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემთხვევაში, ეს ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. ხელფასებს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის იუსტიციაში, რომ არ შემცირდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლების აყვანა, ხელფასების გაზრდაზე საუბარიც კი, ჩემს შემთხვევაში ვერ იქნება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)